ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვევრის დირექტორატის ცნობით, ”ჰამასის” სამიზნეების ამოსაცნობად და მათზე იერიშის მისატანად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.
ასევე IDF-ის განცხადებით, მათ დანერგეს ავტომატიზირებული საშუალებები, რომ სწრაფად და ზუსტად შეძლონ სამხედრო სამიზნეების ადგილმდებარეობის დადგენა.
IDF-ის თქმით, ისრაელმა ჰამასის 1200 ახალი სამიზნე აღმოაჩინა.