ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს. ჰასან ალ-აბდულა სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.
IDF ამბობს, რომ შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს.
როგორც ცნობილია, საჰაერო თავდასხმებს “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.
IDF says it has eliminated the head of Hamas’s North Khan Yunis rocket array, Hassan Al-Abdullah. It adds that several more Hamas members were struck, among other sites belonging to the terror group. pic.twitter.com/s4EsfgFKXk
— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) October 26, 2023