ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში ახლად აღმოჩენილ გვირაბების ქსელში 5 მძევლის, მათ შორის 3 სამხედრო პირის, ცხედარი იპოვეს.
“ოპერაციის დროს, მძევლების გათავისუფლების ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენმა ძალებმა იპოვეს შემდეგი მძევლების ცხედრები: უორენტ-ოფიცერი ზივ დადო, სერჟანტი რონ შერმანი, კაპრალი ნიკ ბეიზერი, ედენ ზახარია და ელია ტოლედანო, დაილოცოს მათი ხსოვნა. ისინი ისრაელში დასაკრძალად წავიყვანეთ.[…] ცხედრები გადაყვანილია გამოკვლევისთვის პათოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მათი სიკვდილის გარემოება დადასტურდება. ჩვენ განახლებულ ინფორმაციას ოჯახებს მივაწვდით და შემდეგ, ოჯახების თანხმობით, საზოგადოებასაც გავაცნობთ”. – თქვა ჰაგარიმ.
ჰაგარი ასევე აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი გვირაბების ქსელი ჯაბალიაში ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ახლოს საავადმყოფოსა და სკოლის ქვეშ იყო აშენებული.
“ეს გვირაბების ქსელი გათხრილი იყო საავადმყოფოსა და სკოლის ქვეშ, ჯაბალიას არეში ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ახლოს. ჰამასი სამოქალაქო ადგილებიდან ოპერირებს და მათ ტერორისტული ქმედებებისთვის ფარებად იყენებს. ეს არის ძალიან რთული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ვუმკლავდებით”. – თქვა ჰაგარიმ.