“დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”, – ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა გააკეთა.
28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს.
„ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“-აცხადებდა ჯაბაურის წარმომადგენელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი „ფეიკ ნიუსი“ უწოდა ამ განცხადებას. მათი ინფორმაციით,არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.