ილია მეორემ ბრძანება ოფიციალურად გამოსცა. ბრძანების შინაარსი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.
ბრძანების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი დაინიშნა.
„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე.
31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.