ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი საპატრიარქოში მიიღო.
„დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო“, – წერს მეუფე იაკობი სოციალურ ქსელში.