მოქალაქე სალომე ზანდუკელი პოლიციის განყოფილების შესახებ ყვება, სადაც სავარაუდოდ, 15 წლის მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ზანდუკელი იმ ფაქტს იხსენებს, როცა მას სამართალდამცავებმა მის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის მიუხედავად, გაჩუმება მოსთხოვეს.
“იმ განყოფილებაში დაუკითხავთ, სადაც რამდენიმე წლის წინ არ დამიჯერეს, ოჯახის გოგოს არ ჰგავხარო ეგ მითხრეს და საკმაოდ მძიმე დანაშაულზე მეუბნებოდნენ, გაჩუმდიო ზოგჯერ არაფერი იცვლება”-წერს სალომე ზანდუკელი.