იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სახალხო დამცველის გამოსვლა არაპროფესიონალიზმად შეაფასა და ნინო ლომჯარიას მიერ დასახელებულ ფაქტებს ჭორები უწოდა.
“ქალბატონო კომიტეტის თავმჯდომარევ,ქალბატონო სახალხო დამცველო, ძვრიფასო დეპუტატებო, სტუმრებო, მოგესალმებით.
ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალზიმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამე რაც ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამსოვლას იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”- აღნიშნა წულუკიანმა.
ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას.