იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას – ნათელაშვილი შტატებში მიემგზავრება

„იწყება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას კიდევ. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახდეპის, სტრატეგიული ცენტრების ხელმძღვანელებთან. საუბარი იქნება საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ჩვენი მოკავშირეები შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას საქართველოში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

“ლეიბორისტების” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შტატებში ცოტახნის წინ გაფრინდა, მისი თქმით დაგეგმილია აუდიენცია სენატორებთან და კონგრესმენებთან.შეხვედრებზე მთავარი ლეიბორისტი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს აპირებს.