„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ლევან ვასაძეს ემიჯნება და მის გამონათქვამს სისულელეს უწოდებს.
„კატეგორიულად ვემიჯნები ლევან ვასაძის შეფასებას ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში !!! “ზვიადის მტერი ღვთისა და ერის მტერია”- წმინდა ბერი გაბრიელი !!! მამა გაბრიელის სიტყვები საკმარისია და აღარ საჭიროებს ჩემს შეფასებებს ვასაძის სისულელეებთან დაკავშირებით !!! იმედია მოინანიებს და უფალს შენდობას თხოვს,“ – აცხადებს ბრეგაძე.
ცნობისთვის, ვასაძემ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა.
„დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს საწყალი ზვიადისგან კოლექტიური უკმარი ქმრის ჰოლოგრამა, რომელიც ამ მატრიარქატის გულის მოსაფხანად, რუსს აგინებდა! მაგან გადაგვამტვრია თავზე ის ჯოხები… და მაგან აგვიფეთქა აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაგანვე მოკლა საწყალი ზვიადიც…“-განაცხადა ვასაძემ.