საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდიდან წაშლილია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა კრიზისის დროს, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში 150 ლარის მოცულობის დახმარებას გადაუხდიდა.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, IMF-ის ვებგვერდზე ეს ჩანაწერი “გაიპარა” და ის “ტექნიკურ შეცდომას” წარმოადგენდა. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ მსგავსი დახმარების შესახებ მსჯელობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მიმდინარეობდა, ხოლო ნამდვილი დახმარების პროგრამა კი რომელსაც საქართველოს მთავრობა წარადგენს, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.