ინდოეთში 45 წლის მამაკაცი ბარგის გაჩხრეკვის შემდეგ დააკავეს. როგორც გაირკვა მამაკაცი ხელბარგით 1 თვის ლეოპარდის ქვეყანაში გადაყვანას აპირებდა.
პოლიციის ოფიცრებმა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს როცა მისი ბარგიდან უცნაური ხმები გაიგონეს, როდესაც მისი ხელბარგი გაჩხრიკეს 1 თვის ლეოპარდი აღმოაჩინეს.
როგორც აეროპორტის თანამშრომლები აცხადებენ ცხოველი შოკში იმყოფებოდა. თანამშრომლებმა პატარა ვეფხვს რძე დაალევინეს. მოგვიანებით ვეფხვი ჩენაის ზოოლოგიურ პარკს გადასცეს.