ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცა და ირგვლივ გარემო ამ შაბათ-კვირის განმავლობაში წითელი ფერის იყო. ამის მიზეზი კი გავრცელებული ტყის ხანძრებია, რომელმაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას BBC ავრცელებს.
ჯამბის პროვინციის ადგილობრივმა მკვიდრმა ცას ფოტო გადაუღო და როგორც მან თქვა, კვამლის გამო თვალები და ყელი ასტკივდა. BBC-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად ტყის ხანძრები ინდონეზიაში კვამლის ბურუსს ქმნის, რომელიც შესაძლებელია, რომ აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელდეს ხოლმე.
{{VIDEO}}