“ინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე 14 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური”-ინფორმაცია ინფექციურიდან

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

„ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში, მისი მდგომაროება სტაბილურია, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, არ გაგვიუარესდება მისი მდოგმაროება. სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა, მათთან დაფიქსირებულია ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომაროება სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა ხან მხოლოდ დაბალი ცხელების სახით, თითოეულ მათგანს აქვს ხველა, სურდო ან ყელის ტკივილი. მათი მდოგმარეობა დინამიკაში სტაბილურია. ამ დრომდე დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“ ,- განაცხადაა მარინა ეზუგბაიამ.