თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 ადამიანი გუშინ ღამე შეიყვანეს.
23 პაციენტს შორისაა ის 12 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.