ინფექციურში მოთავსებული პაციენტების ანალიზის პასუხები ცნობილია-ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ანალიზები ნიდერლანდებში, იყო გაგზავნილი, ქართულმა მხარემ პასუხი დღეს მიიღო. კორონა ვირუსი არ დაადასტურა საქართველოში არსებულმა ლუგარის ლაბორატორიამაც.
ცნობისთვის, ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვება ოთხ ადამიანზე მიმდინარეობს.