პოპულარული სერიალი “სამშობლო“ დასასრულს უახლოვდება. მერვე სეზონი, რომელიც 12 სერიისგან შედგება ამერიკული ტელეარხის, Showitme–ის ეთერში 2020 წლის 9 თებერვალს დაიწყება. სერიალის თაყვანისმცემლებს უკვე შეუძლიათ ინტერნეტით ფინალური სეზონის ტრეილერის ნახვა.
ახალ სეზონზე მაყურებელი კვლავ იხილავს კერი მეტისონს, რომელიც უკვე დაბრუნდა რუსეთიდან აშშ–ში, სადაც პატიმრობაში შვიდი თვე გაატარა. მას სხეულზე ჭრილობები უხორცდება, თუმცა წამების გამო მეხსიერებას კარგავს. გარდა ამისა, კოლეგები ნაკლებად ენდობიან, რადგან შიშობენ, რომ კერი შეიძლება რუსებმა გადაიბირეს. თუმცა სოლ ბერენსონი, რომელიც ახლა უკვე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებს, კერის ენდობა და მას თალიბანთან მოლაპარაკებებში დახმარებას თხოვს.
რალფ უორენის ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ავღანეთში ომის დასრულებაა და სოლს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის გზავნიან.
Showitme–ის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ოფიციალური რელიზი გვამცნობს, რომ ქაბული სავსეა დაქირავებული მკვლელებით, აგრესიული მილიტარისტებით, რელიგიური ფანატიკოსებით და ჯაშუშებით. ასეთ სიტუაციაში სოლს ძალიან ჭირდება ის კავშირები და კომპეტენცია, რომელიც მხოლოდ მეტისონს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა სიმშვიდე გამოუწეს, სოლი კერის თხოვს კვლავ გაემგზავროს ლომის ხახაში – ამჯერად უკანასკნელად.