“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კვლევითი როგანიზაციის IPSOS-ის მაღალჩინოსანსა და კახა კალაძეს შორის კორუფციული გარიგება შედგა. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბფირინგზე განაცხადა.
“მიმდინარე წლის 6-8 ოქტომბრის შუალედში შედგა კომუნიკაცია კომპანია IPSOS-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და ყოველთვის აქ იმყოფება, იტალიის მოქალაქე, ოლივიე მარჩეზესთან. აღნიშნული კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, კახა კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა ქალაქებში, პარიზსა და რომში. ჩვენი ინფორმაციით ეს იყო პირადი კომუნიკაცია. ამ კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა კოფურციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა იყო ეგზიტპოლის ჩაშლა და ღია განცხადების გაკეთება ბატონი მარჩეზეს მხრიდან, რომ ტვ მთავარი აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს და ამიტომაც ეს მონაცემები არ არის ვალიდური, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ ”მთავარ არხთანო”. რაც მოხდა, არის მიზანმიმართული და ღია დივერსია ქართულის ახელმწიფოს წინააღმდეგ, შეთანხმებუილი ქართულ ოცნებასთან ერთად. შეთანხმების მთავარი ნაწილი იყო, ორი ქალაქი – თბილისი და ზუგდიდი, თუმცა დანარჩენ ქალაქებშიც უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოგზავნილ შედეგებში. სინამდვილეში აღმოჩნდა, მას მერე რაც ეჭვქვეშ დავაყენეთ IPSOS-ის მოწოდებული მონაცემები, დადგინდა, რომ ყველა ქალაქში არის განსხვავებული შედეგები და ყველა ქალაქში ოპოზიციის უპირატესობა არის მნიშვნელოვნად დიდი”. – თქვა გვარამიამ