20 წლის ტრანსგენდერი ქალი ჯარში მიჰყავთ – მას შეტყობინება რეგისტრაციის მისამართზე მიუვიდა და სავალდებულო სამედრო სამსახურში იწვევენ. 20 წლის ტრანსგენდერი გოგონა “მთავართან” ყვება, რომ ვადა 8 ნოემბრამდე აქვს. თუ იგი არ გამოცხადება ან გადავადების 2000 ლარს არ გადაიხდის ციხე ემუქრება.
ქალი ძალადობის მსხვერპლი ბევრჯერ გამხდარა, სწორედ ამიტომ ეშინია ჯარში წასვლის, რომ შესაძლოა ძალადობა განმეორდეს.
ტრანსგენდერმა ქალმა ცხელ ხაზზე დარეკა, მდგომარეობა აუხსნა, თუმცა ვერ უთხრეს რა გამოსავალი არსებობს არსებული სიტუაციიდან.
“არ მესაუბრებიან იმის შესახებ თუ რით უნდა წავიდე იქამდე, როგორ მივიდე უსაფრთხოდ რომ არავინ არ მომკლას არავინ მცემოს, ამაზე პასუხი არ აქვს. მე ვიცი ჯარში რაც მოხდება, როცა ვიაზრებ ამას ძალიან მეშინია. როცა ქუჩაში გავდივარ მაშინაც ვერ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ” – აცხადებს ტრანსგენდერი ქალი.
თანასწორობის მოძრაობაში ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა იუსტიციის სამინისტროშია, რომელიც ტრანსგენდერებს პასპორტში სქესს არ უცვლის. ამის გამო ქალები უამრავ პრობლემას აწყდებიან.
არასამთავრობოები ჩივილს ევროპულ სასამართლოში აპირებენ.