ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კონკურსში შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გავიდა

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ კონკურსში  შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა.

საბჭომ შოთაძე 15 კანდიდატს შორის ფარული კენჭისყრით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში  სულ 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.