ირანელმა ფუტსალის ფეხბურთელმა ქალმა ილჰამ შეიხმა კორონავირუსის შედეგად საკუთარი გარდაცვალება უარყო.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
23 წლის შეიხმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია, მას კორონა ვირუსი არც ჰქონია და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.