ირანი უარყოფს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, თეირანში უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტამ ჩამოაგდო. შეიარაღებული ძალების სპიკერმა , ალი აბეძადეჰმა ბრალდებებს სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ მეცნიერულად შეუძლებელია ირანს ჩამოეგდო ბოინგი.
ირანის რევოლუციურ გვარდიასთან აფილირებული საიტი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალ ვერსიას მტრების შექმნილ კონსპირაციულ თეორიას უწოდებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირანმა ამერიკულ კომპანია Boeing-სთვის შავი ყუთის გადაცემაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, შავ ყუთს არც უკრაინას გადასცემენ, თუმცა მონაცემთა გაანალიზების მიზნით მათთან ერთად იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს და ერაყის მაღალჩინოსნები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა შემთხვევით ჩამოაგდო. ირანის ბრალეულობაზე საუბრობს კანადის პრემიერ-მინისტრიც.
ამერიკული მედია ვიდეოს ავრცელებს, სადაც , მათი თქმით, ასახულია, როგორ ეჯახება რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ბოინგმა ირანში ავიაკატასტროფა 8 იანვარს განიცადა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 180-მდე მგზავრი დაიღუპა.