ირანის ვიცე-პრეზიდენტს მასუმე ებტეკარს კორონავირუსი აღმოაჩნდა.ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
ირანული მედიის ინფორმაციით, ებტეკარს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები ჰქონდა, მან ანალიზი ჩააბარა, რაზეც პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
კორონავირუსის ინფექცია ებტეკარის გარდა, ირანში ასევე მთავრობის 2 წევრს აღმოაჩნდა. გასულ დღეებში პარლამენტის წევრ მაჰმუდ სადეგს და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდათ.