ირანმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს $80 ათასი შესთავაზა, ჩვენ უარი ვუთხარით- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ირანმა ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 80 ათასი დოლარი შესთავაზა, თუმცა ის არ დათანხმდა, რადგან ეს თანხა ოჯახებისთვის ძალიან ცოტაა.

,,ვფიქრობ, რომ ეს ცოტაა. როდესაც დაღუპულის ცოლი ამბობს, რომ ქმარი ერთადერთი მარჩენალი იყო, მას არ აქვს სამსახური და ბავშვი უნივერსიტეტში აბარებს- 80 ათასი დოლარი ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, მაგრამ, ჩვენ მეტს მოვითხოვთ”,- ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ უკრაინა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.

მისივე განცხადებით, რომ უკრაინამ ამ ოჯახებს 200 ათასი გრივნა (8 ათასი დოლარი) გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“ აფრენიდან რამდენიმე წუთში ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჩამოაგდო. ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი დაიღუპა.