ირანმა უკრაინული ბოინგი შემთხვევით ჩამოაგდო- ამერიკული მედია

CBS-ის ინფორმაციით, ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო.

მედიის ცნობით, ამერიკული მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ რადარებმა ორი სარაკეტო გასროლა ბოინგის ჩამოვარდნამდე დააფიქსირეს. მათი თქმით, ირანმა თვითმფრინავი Tor-M1 სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს.

პენტაგონი კომენტარისგან თავს იკავებს. დონალდ ტრამპის თქმით, მას აქვს ეჭვები და შეიძლება ,,ვიღაცამ შეცდომა დაუშვა”.

ირანის ავიაციის ხელმძღვანელი აცხადებს , რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ირანის რევოლუციურ გვარდიასთან აფილირებული საიტი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალ ვერსიას მტრების შექმნილ კონსპირაციულ თეორიას უწოდებს. 

უკრაინული ბოინგი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 180-მდე მგზავრი დაიღუპა.