ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში- დონალდ ტრამპი

,,ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში”,- წერს აშშ-ს პრეზიდენტი , დონალდ ტრამპი საკუთარ ,,ტვიტერზე”.

ეს უკვე მეორე პოსტია, რომელიც დონალდ ტრამპმა ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დაწერა. მან ,,ტვიტერზე” პირველად აშშ-ს დროშა აღწერის გარეშე განათავსა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სარაკეტო ძალებმა ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს, გამთენიისას მოკლეს.