თეირანში, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააპატიმრეს.ირანის სასამართლოს სპიკერის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ეს იყო უპატიებელი შეცდომა, რაშიც მხოლოდ 1 პირი ვერ იქნება დამნაშავე და ირანმა უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
,,ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა აღიარონ საკუთარი შეცდომა, ეს იქნება პირველი ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ განმეორდება”,- ამბობს ჰასან როუჰანი.
გამოძიებას ზედამხედველობას ,,სპეციალური სასამართლო” უწევს.
ირანის ხელისუფლებამ 11 იანვარს უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება აღიარა. მათ ამ ფაქტს ,,ადამიანური შეცდომა” უწოდეს. თვითმფრინავი ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 8 იანვარს ჩამოაგდო. დაიღუპა 176 მგზავრი.