გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას ჭყლეტაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ჭყლეტის დროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა და ზოგი დაშავდა“,-განაცხადეს ექიმებმა.
გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მიმდინარეობს.
სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს”.
სოლეიმანი 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.