ირანთან აშშ-ის დაპირისპირება მწვავდება

ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით, ირანის „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მაღალი რანგის წევრმა დღეს განაცხადა, რომ ირანული მოკლე რადიუსის რაკეტებს შეუძლია მიწვდეს სპარსეთის ყურეში ჩაყენებულ საბრძოლო გემებს. მოჰამად სალე ჯოხარმა ეს კომენტარები დღეს გააჟღერა მაშინ, როცა აშშ-სთან სიტუაცია იძაბება.

ამ ფონზე, აშშ გაზარდა სამხედრო კონტიგენტი რეგიონში, განალაგა დამატებითი გემები და ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარე საფრთხეების ასაცილებლად, გაამკაცრა სანქციები ირანის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურე ერთერთი ყველაზე მეტად სტრატეგიული ადგილია იმდენად, რამდენადაც ყურეში მსოფლიოს ნავთობის მესამედი გადაიქაჩება.

გასულ კვირას, ირანმა გააკეთა გაფრთხილება, რომ ახალი ბირთვული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში 7 ივლისამდე, ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ უკვე განაცხადა, რომ უპირატესობას მოლაპარაკებებს ანიჭებს. გენერალი რასულ სანაეირადი ამბობს, რომ დიპლომატია და სანქციები ერთდროულად, იგივეა, რაც „ვინმეს იარაღი მიუშვირო და თან, მეგობრობა სთხოვო“. გენერლის განცხადება ირანის ნახევრად ოფიციალურმა სააგენტო „მერმა“ დაიმოწმა. წყარო: ამერიკის ხმა