ირინა შეიკი შვილთან ერთად პაპარაცებმა გადაიღეს

ოსკარის შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა მაგრამ ცერემონიალზე საუბარი დღემდე არ წყდება. სანამ მსოფლიო მედია ბრედლი კუპერს, ლედი გაგასა და ირინა შეიკს შორის ურთიერთობებს განიხილავს წარმოშობით რუსმა სუპერმოდელმა გადაწყვიტა ნიუ–იორკი დატოვოს და შვილთან ერთად ლოს ანჟელესში გაემგზავრა.

3 მარტს ის ოკეანის სანაპიროსთან შენიშნეს, სადაც საკუთარი ავტომობილით, Tesla –თი მივიდა. საჭესთან თავად იჯდა. ორი წლის გოგონასთან ერთად სასეირნოდ მოდელმა თავისუფალი ჩაცმულობა – მაღალი ჩექმა და ფართე ლაბადა აირჩია.

დედა–შვილი რამდენიმე მაღაზიაში შევიდა, სადაც სუპერმოდელმა გოგონას სათამაშოები უყიდა. შემდეგ სანაპიროზე კაფეში დასხდნენ, მოგვიანებით კი ოკეანის ნაპირზე ისეირნეს.