ამ დღეებში ანჯელინა ჯოლის მამამ, 81 წლის ჯონ ვოიტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საკუთარი შვილის და ყოფილი სიძის შესახებ. მცირე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ძალიან ამაყოფს ყოფილი სიძით, ბრედ პიტით. მიუხედავად ჯოლისა და პიტს შორის დაძაბული ურთიერთობისა, ყოფილი სიმამრი ყოფილი სიძის მიმართ კეთილგანწყობილია. როგორც ირკვევა, ის აღფრთოვანებულია პიტის მიერ შესრულებული როლით კვენტინ ტარანტინოს ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში.“
ჟურნალ People-თან ინტერვიუში ჯონ ვოიტმა შვილზეც ისაუბრა. ის თვლის, რომ ანჯელინა ძალიან კარგი დედაა.
“ის აღმერთებს თავის შვილებს. ყოველთვის აქტიურად არის ჩართული მათ ცხოვრებაში და ზრუნავს მათზე. ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. ის შესანიშნავია“– თქვა ჯოლის მამამ და საკუთარ შვილიშვილებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ანჯელინას ექვსივე შვილი თავისებურად განსაკუთრებული და უნიკალურია. “გიჩნდება სურვილი ყველანაირი პირობა შეუქმნა, რომ თავი გამოავლინონ“– თქვა ვოიტმა.