ამ დღეებში გამოვიდა 72 წლის ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომლის ნაწყვეტებს უკვე ფართოდ განიხილავენ. წიგნის ერთი მონაკვეთი მაიკლ ჯექსონს ეხება. ელტონ ჯონი აღიარებს, რომ მაიკლის კარიერის დასაწყისში მათ შორის ახლო მეგობრული ურთიერთობა არსებობდა , თუმცა წლებთან ერთად ყველაფერი შეიცვალა: ჯექსონი გულჩათხრობილი გახდა და საზოგადოებისგან იზოლირება არჩია.
“მე მაიკლს 13–14 წლის ასაკიდან ვიცნობდი. ის ყველაზე მომხიბვლელი ბავშვი იყო. თუმცა რაღაც მომენტში სამყაროსგან და რეალობისგან საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა, როგორც ეს თავის დროზე ელვის პრესლიმ გააკეთა.“– ყვება ელტონ ჯონი საკუთარი ბიოგრაფიულ წიგნში.
ის ასევე იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომელიც თავის დროზეც უცნაურად მოეჩვენა. ერთხელ ელტონმა მაიკლი ოჯახურ წვეულებაზე დაპატიჟა. რაღაც მომენტში ჯექსონი გაუჩინარდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ოჯახის შინამოსამსახურის შვილთან მოთამაშე იპოვნეს. ელტონი ამტკიცებს, რომ მაიკლი რაღაც მიზეზით “ზრდასრულების საზოგადოებაში თავს ცუდად გრძნობდა“.
“ღმერთმა იცის რა ტიალებდა მის თავში და ღმერთმა იცის, რა პრეპარატებს ასმევდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბოლო წლებში ვნახულობდი, ვხვდებოდი, რომ საწყალი თანდათან კარგავდა თავს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის ნამდვილი ფსიქიურად დაავადებული იყო და მასთან ერთად ყოფნა უსიამოვნო იყო.“– წერს ელტონ ჯონი.