“ის მკაცრი დედა იქნება“–მეგან მარკლის მეგობარი ოჯახთან მის ურთიერთობებზე

მეგან მარკლი, ისევე როგორც სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები პირად ურთიერთობებს საიდუმლოდ ინახავს. თუმცა მისი ახლო მეგობრები ამტკიცებენ, რომ ის შესანიშნავი დედა იქნება.
38 წლის ჯანინა გავანკარი მეგანის ერთ–ერთი ძველი მეგობარია. ის თვლის, რომ ყოფილი მსახიობი ოჯახური ცხოვრების მშენებლობას როგორც საკუთარ ბიზნეს–პროექტს ისე უდგება.
პრინცი ჰარის მეუღლის მეგობარი ამბობს, რომ მეგანი ძალიან პრაქტიკულია და მას სხვების დახმარება არ სჭირდება. “ის სუსტი არ იქნება, ვფიქრობ ძალიან მკაცრი დედა იქნება. არცთუ მეტისმეტი დაჟინებით, მაგრამ ის მაინც ეცდება ოჯახი წარმატებამდე მიიყვანოს“– უთხრა მან CBS.–ს
“ვამპირის დღიურების “ ვარსკვლავი ამბობს, რომ ადრე ის და მეგანი ხშირად საუბრობდნენ ოჯახურ ფასეულობებზე და მეგანი ყოველთვის ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა დედობა და ამისთვის ემზადებოდა.