სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც სავარაუდოდ, “ოცნების” საერთო ჩათის მიმოწერაა ასახული.
მიმოწერის ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. ფოტოს მიხედვით, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თანაპარტიელებს მოუწოდებს, არ დატოვონ დაკავებული თანამდებობები. მდინარაძე აქციის მონაწილეებს მშიერ ხროვად მოიხსენიებს.
“ძვირფასო თანაგუნდელებო, არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მსურს მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ერთი კვირა გაგვიჭირდება მხოლოდ და ის მშიერი ხროვა დაიშლება რუსთაველზე. გთხოვთ ემოციურ ფონზე ნუ დატოვებთ თანამდებობეს!”-წერს სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძე.