ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა.
ორგანიზაციის კომისარის, ადამ სილვერის განცხადებით, კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩთან ასოცირდება და ამ თამაშის სულისკვეთებას გამოხატავს.
„ის ყოველთვის საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშისკენ ისწრაფვოდა და უმაღლესი დონის კალათბურთით მილიონობით გულშემატკივარს ანიჭებდა სიამოვნებას“, – განაცხადა სილვერმა.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.