ისევ ერთად.მონიკა ბელუჩი ყოფილ ბოიფრენდთან ერთად სეირნობისას შენიშნეს

ივლისი 55 წლის მონიკა ბელუჩიმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა 36 წლის ბოიფრენდთან, ფრანგ მხატვარ ნიკოლას ლეფევრთან დაშორების შესახებ. განცხადებაში მან თქვა, რომ მან და ნიკოლასმა გადაწყვიტეს მეგობრებად დარჩნენ. ამ დღეებში კი დაშორებული წყვილი სავარაუდოდ ისევ შერიგდა.

ისინი პარიზის ქუჩებში ერთად სეირნობისას შენიშნეს. საჯაროდ წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობლები არ გამოუხატავს – სეირნობისას მხოლოდ რამდენჯერმე გადაულაპარაკეს ერთმანეთს და გაიღიმეს. მონიკა მის საყვარელ სტილში – სრულიად შავ სამოსში იყო გამოწყობილი.

მსხაიობის თაყვანისმცემლებმა ვარაუდების გამოთქმა დაიწყეს, რას შეიძლება ნიშნავდეს ბელუჩის და ლეფევრის ერთობლივი სეირნობა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ წყვილმა რამდენიმე თვიანი განშორების შემდეგ ისევ ერთად ყოფნა გადაწყვიტა. ზოგი კი თვლის, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან.

სხვათაშორის, ლეფევრთან დაშორების შესახებ თავის ოფიციალურ განცხადებაში მონიკა წერდა, რომ დაშორების შემდეგ მათი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა: “ამ მომენტიდან ჩვენი ურთიერთოები სხვა გზით წავა – ეს იქნება მეგობრობა მთელი ცხოვრების მანძილზე. მე და ნიკოლასს ერთმანეთი გვიყვარს მე მან ბევრი რამ მასწავლა.“

შეგახსენებთ, რომ პირველად ჭორები მონიკა ბელუჩის და ნიკოლას ლეფევრის რომანის შესახებ ერთი წლის წინ გაჩნდა. მაშინ წყვილი ერთ–ერთი ფრანგული ტაბლოიდის გარეკანზე მოხვდა. ფოტოებზე აღბეჭდილი იყო მათი ჩახუტება და კოცნა. მოგვიანებით მათ ურთიერთობები აღარ დამალეს და ყველგან ერთად დადიოდნენ.

ურთიერთობების გასაჯაროებამდე მონიკამ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარტო არ არის და ძალიან ბედნიერია. ბელუჩი ყვებოდა, რომ მისი შეყვარებული პროფესიული საქმიანობის გამო ასევე ბევრს მოგზაურობს და ამიტომაც კარგად ესმის მისი და იღებს მისი ცხოვრების წესს.