არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%.
შედეგები ასეთია:
- ქართული ოცნება — 45,8% (ცდომილების ხარისხი — 0,7%)
- ნაციონალური მოძრაობა — 26,4% (ცდომილების ხარისხი — 0,6%)
- ევროპული საქართველო — 3,7% (ცდომილების ხარისხი — 0,2%)
- პატრიოტთა ალიანსი — 3,1% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- ლელო — 3,1% (ცდომილების ხარისხი — 0,2%)
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- გირჩი — 2,8% (ცდომილების ხარისხი — 0,2%)
- მოქალაქეები — 1,3% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- ლეიბორისტული პარტია — 1% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- ერთიანი საქართველო — 0,9% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
ამასთან, ISFED აღნიშნავს, რომ ლეიბორისტული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0,9-1,1 პროცენტს შორის, ხოლო ნინო ბურჯანაძე–ერთიანი საქართველოს შედეგი 0,8-1 პროცენტს შორისა. შესაბამისად, სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ დანამადვილებით არ შეუძლია თქმა, გადალახა თუ არა ამ ორმა პარტიამ მინიმალური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმების 8%-ზე დისბალანსი დაფიქსირდა და საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, ცესკო-მ ეს ხმები თავიდან უნდა გადათვალოს.