ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციებზე საჰაერო მიიტანა. სამიზნეებს შორის იყო დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს სახლი და სამხედრო დაზვერვის შტაბი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. იერიშებს წინ უძღოდა სარაკეტო თავდასხმა თელავივთან ახლოს მდებარე ქალაქში.
ღაზის სექტორიდან გასროლილი ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა. დაშავდა 7 ადამიანი. დღევანდელი დაბომბვა ისრაელმა სწორედ ამ იერიშის საპასუხოდ განახორციელა.
მთელი ღამის განმავლობაში რაკეტებს ისროდნენ ღაზის სექტორიდანაც, თუმცა რამდენიმე საათიანი იერიშების შემდეგ მხარეები დაზავდნენ. ღაზის სექტორის საზღვართან ისრაელმა მძიმე ტექნიკა განალაგა.