12 ნოემბერს ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს 50 რაკეტის შესახებ, რომელიც ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით გაუშვეს. ღაზიდან ისრაელისკენ სროლა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის ბაჰა აბუ ალ-ატას ლიკვიდაციას მოჰყვა, რისი სპეცოპერაციაც ისრაელელმა სამხედროებმა გუშინ ჩაატარეს.
50 რაკეტიდან 20-ს დაჭერა ისრაელმა შეძლო, თუმცა ზოგიერთი მათგანი საცხოვრებელ სახლებზე და ქუჩებზე მოხვდა. ვიდეოზე ჩანს მომენტი, როდესაც ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა ფეთქდება დასახლებული პუნქტის გან-იავის გზატკეცილზე.
{{VIDEO}}