ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა ყოველდღიური ანგარიში, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების ამჟამინდელ სურათს აანალიზებს.
ამჯერად, მოხსენების ავტორები „თავდაცვით პოზიციებს აფასებენ , რომლებსაც რუსული ჯარები იკავებენ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში და იმას, თუ რას მეტყველებს ეს პოზიციები რუსეთის მოლოდინებზე რეგიონში სამომავლო ოპერაციებთან დაკავშირებით“.
დოკუმენტში გაკეთებული მთავარი დასკვნა შეიძლება მოკლედ ასე ჩამოყალიბდეს: რუსეთის სარდლობამ თითქოს კარგად იცის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დნეპრი პრაქტიკულად ნებისმიერ მომენტში გადალახონ და გააგრძელონ კონტრშეტევა მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში.
უფრო მეტიც, განაგრძობენ მოხსენების ავტორები, რუსულ ძალებს არ აქვთ ილუზია თავიანთ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და „აშკარად არ ელიან, რომ შეძლებენ უკრაინულ ჯარებს მდინარის გადაკვეთაში ხელი შეუშალონ და ამიტომ არც კი ცდილობენ. “
მოვლენების შემდგომი განვითარების ვარიანტების განხილვისას, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ყველა ზემოაღნიშნული სცენარი მხოლოდ თეორიული გამოთვლებია და ისინი არ ცდილობენ „დადგინონ, აპირებენ თუ არა უკრაინული ძალები დნეპრის გადაკვეთას“ (ან თუნდაც, შეუძლიათ თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა) ან იწინასწარმეტყველონ, მიიღებს თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები ასეთ გადაწყვეტილებას.