ISW: „ვაგნერს“-ს დიდი დანაკარგები აქვს, ბახმუტთან შეტევის ტემპი შემცირდა

ბახმუტის რაიონში რუსეთის წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა რუსეთის შეტევამ ქალაქის აღების მიზნით კულმინაციას, ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მორიგ მოხსენებაში.

ერთი რუსი ბლოგერი ირწმუნება, რომ უკრაინულმა ძალებმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დაქირავებულები განდევნეს და იმავე პოზიციებზე დააბრუნეს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ეკავათ.

უკრაინული სოციალური მედიის წყაროები ადრე აცხადებდნენ, რომ 21 დეკემბერს უკრაინულმა ძალებმა მთლიანად განდევნეს რუსული ჯარები ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნებიდან. ISW-ის შეფასებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ჯარებმა უფრო ნაკლები შეტევა განახორციელეს ამ მხარეში, ვიდრე ოქტომბერში.

რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება და შესაძლოა შეეცადონ ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის დაწყებას, იტყობინება ISW.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსული ძალების ამჟამინდელ ოპერატიულ შესაძლებლობებზე ბახმუტის რაიონში შესაძლოა გავლენა იქონიოს ვაგნერის მძიმე დანაკარგებმა.