ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის უახლეს ანგარიშს უძღვნის რუსული საინფორმაციო ოპერაციების ანალიზს, რომელიც შექმნილია მოსკოვის გარკვეული მიზნების მხარდასაჭერად ფრონტზე ან სამხედრო მარცხის შედეგების შესამსუბუქებლად.
ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, რუსეთმა „შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაატაროს ფარული საინფორმაციო კამპანიები“, რომელთა უმეტესობა მიზნად ისახავს შეაფერხოს ან შეანელოს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინაში.
ასეთი ოპერაციების მაგალითებს შორის ISW აღნიშნავს:
- 2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში რუსეთის არაერთი განცხადება ბირთვული ესკალაციის საფრთხის შესახებ. ISW-ის შეჯამების მიხედვით, ეს აუცილებელი იყო „დასავლეთის დასარწმუნებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტის აუცილებლობაში, რომელიც მას სჭირდებოდა კონტრშეტევის გასაგრძელებლად ხარკოვის რეგიონში რუსეთის ჯარებისთვის მიყენებული გამანადგურებელი მარცხის შემდეგ“. ბირთვული რიტორიკა ასევე გაიზარდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაპოპულარული გადაწყვეტილების შემდეგ მობილიზაციის შესახებ, რამაც ის რთულ მდგომარეობაში ჩააყენა როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით.
- როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, „ახლა ნათელია, რომ რუსეთის საინფორმაციო კამპანია სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივ, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 2022 წლის დეკემბერში, გამიზნული იყო, სხვა საკითხებთან ერთად, გადაედო დასავლური ტანკებისა და სხვა მოწინავე აღჭურვილობის მიწოდება, რაც აუცილებელია უკრაინის კონტრშეტევის გასაგრძელებლად. ეს მოსკოვის საკუთარი შეტევითი გეგმების დასაწყებად სჭირდებოდა.
- მოსკოვის მუდმივი პრეტენზიები, რომ უკრაინას შორი მოქმედების იარაღი და ტანკები არა საკუთარი ტერიტორიის ასეთი იარაღით გასათავისუფლებლად, არამედ რუსეთის ტერიტორიებზე შეტევისთვის ჭირდება.
„რუსეთი გააგრძელებს საინფორმაციო ოპერაციების გამოყენებას, როგორც იარაღს უკრაინაში ფარული სამხედრო ოპერაციების უშუალოდ მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოახერხა ინიციატივის აღდგენა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე“– ასკვნიან ISW ექსპერტები.
ამავდროულად, მათი აზრით, კრემლი გამუდმებით აზვიადებს ბახმუტის ირგვლივ მიღწეული წარმატებების მნიშვნელობას, მაგრამ „ასეთი საინფორმაციო ოპერაციების ეფექტურობა იკლებს, რადგან არც უკრაინა და აღარც ომის მომხრე რუსი ნაციონალისტებიც აღარ არიან მზად დაიჯერონ განცხადებები რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ. ამის მიზეზია ომის ერთი წელი, რომლის დროსაც რუსეთმა სამხედრო არაკომპეტენტურობა გამოიჩინა“.