ISW: რუსეთი2023 წლის ზამთარში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება

რუსეთმა 2023 წლის ზამთარში შესაძლოა შექმნას პირობები  უკრაინაში ახალი შეტევისთვის, შესაძლოა კიევზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი შეტევა წარმატებული იქნება. ამასთან, ბელორუსის ტერიტორიიდან თავდასხმა ამჟამად არ არის გარდაუვალი, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ანალიტიკურ ანგარიშში.

უკრაინის ოფიციალური პირებისა და ISW-ის განცხადებით, კრემლის განცხადებებისა და ქმედებების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა.

პუტინი აგრძელებს მაქსიმალისტური მიზნების განხორციელებას უკრაინაში, იყენებს სხვადასხვა მექანიზმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის იძულებას მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პირობებზე და მოსკოვის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლის მიზნით.

სწორედ ეს ფუნდამენტური მიზანი იყო კრემლის სხვადასხვა სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველი ბოლო 10 თვის განმავლობაში უკრაინაში.

პუტინი ახორციელებს ორ ერთდროულ სამხედრო ოპერაციას, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს, აღადგინოს კონტროლი უკრაინაზე და უზრუნველყოს ძირითადი ტერიტორიული დათმობები.

რუსეთის ამჟამინდელი შეტევები დონეცკის რეგიონში, განსაკუთრებით ბახმუტისა და ავდიივკის რეგიონის ირგვლივ, ისევე როგორც მასიური სარაკეტო დარტყმების მიმდინარე კამპანია უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, წარმოებულია იმისთვის, რომ შექმნას რეალობა, როცა რუსეთი, სავარაუდოდ, მოსთხოვს უკრაინას ეს რეალობა მოლაპარაკებების საფუძვლად აღიაროს.

მაგრამ ამ მცდელობებმა ჯერჯერობით ვერ აიძულა კიევი მოლაპარაკებებზე ან დათმობებზე წავიდეს და უკრაინამ შეინარჩუნა ინიციატივა ბრძოლის ველზე ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში ზედიზედ ორი კონტრშეტევის შემდეგ.

ამიტომაც,  პუტინმა შეიძლება შექმნას პირობები შემდეგი, მესამე სამხედრო ოპერაციისთვის – ახალი ძლიერი შეტევისთვის 2023 წლის ზამთარში – იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორის შედეგად საუკუთარ მიზნებს  ვერ მიაღწევს – წერს ISW.