ISW: რუსეთმა ვერ შეძლო ეფექტური შეტევისთვის მომზადება

ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური ბიულეტენში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები და Z-ბლოგერები სკეპტიკურად უყურებენ დონეცკის რეგიონში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების პერსპექტივებს, რუსული არმიის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. ომის მომხრე ბლოგერებს შორის შეტევის წარმატებისადმი უნდობლობას სხვა საკითხებთან ერთად, უგლედართან რუსების ტაქტიკური წარუმატებლობებიც იწვევს. ISW ყველა თავის დასკვნას ღია წყაროებზე აკეთებს.

რუსული სამხედრო სარდლობა, ანგარიშის მიხედვით, ქალაქში შეღწევის ტაქტიკის გამოყენებით ბახმუტის რაიონში ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფებს მცირე ჯგუფებად შლის. ამან შეიძლება უზრუნველყოს რუსეთის ჯარებს წინსვლა ბახმუტის რაიონში, თუ უკრაინული ძალები გადაწყვეტენ ბახმუტიდან უკან დახევას.

ISW აღნიშნავს, რომ ომის წინა ეტაპებზე ყველა რუსული შენაერთი ქმედუუნარო გახდა და, სავარაუდოდ, მათი პირადი შემადგენლობა მობილიზებულთა ხარჯზე აღდგა. ამასთან, ექსპერტების აზრით, რუსმა სამხედროებმა ვერ მოამზადეს მობილიზებული მებრძოლები ეფექტური შეტევითი ოპერაციებისთვის.