ოთხშაბათს, უკრაინის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები მინიმუმ სამი მიმართულებით და მიაღწიეს წარმატებას, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რეგულარულ მოხსენებაში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები ბახმუტის რაიონში 200-500 მეტრით და ზაპოროჟიეს მიმართულებით 300-350 მეტრით დაწინაურდნენ.
რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ კონტრშეტევებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.
რუსი “სამხედრო კორესპონდენტები” ვარაუდობენ, რომ სამხრეთ უკრაინაში ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ შესაძლოა შეანელა უკრაინის თავდასხმების ტემპი, მაგრამ მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამინდი ყოველთვის არ მოქმედებს უკრაინის შეტევაზე.
ტავრიჩეკის მიმართულების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სპიკერმა ვალერი შერშენმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით პრიორიტეტს ანიჭებენ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგ დარტყმებს.
ISW-ის ექსპერტები მანამდე ამბობდნენ, რომ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრონტის ამ სექტორზე უკრაინის თავდასხმების გართულებაში.