იტალიის ქალაქ ბარიში ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი და 41 წლის დედა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. პირველადი ინფორმაციით, დედა-შვილი ბუნებრივი აირით გაიგუდა.