საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება და ფრენების შეწყვეტის ზუსტი თაღირი ცნობილი არ არის.
“არ დაგიმალავთ ეს განხილვის თემაა. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ეს საკითხი განიხილება.. ყოველდღიურ შეხვედრებზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად ფრენების შეწყვეტასაც განვიხილავთ.”-აცხადებს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონა ვირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.