იტალიასთან პირდაპირი ფრენები შეჩერდა

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. ეს გადაწყვეტლება საკორდინაციო საბჭოზე დღეს მიიღეს.

საკოორდინაციო საბჭოზე სხვა მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი სწორედ იტალაისთან ფრენების შეჩერება იყო.

საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ცხრავე მოქალაქე ქართველია. უმეტესობას იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი ირანში იუო ნამყოფი.