იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომ​ლები 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვათ – პაატა იმნაძე

“იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომ​ლები 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვათ” – ასე მოუწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კომპანიების ხელმძღვანელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქეა დარჩენილი. ჩამოსვლისას თუ მათ რაიმე სიმპტომი ექნებათ, ჩვენ მოვუვლით კარანტინში, მაგრამ მათ, ვისაც არ ექნებათ რაიმე ნიშანი, თხოვნა გვექნება, ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თავსა და ოჯახის წევრებს. მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. ხოლო სამსახურის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც იციან, რომ მათი თანამშრომლები იტალიიდან დაბრუნდნენ, მოვუწოდებ მათ, რომ ისინი 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვან, – განაცხადა იმნაძემ „ფორმულას ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.