იწყება ქაჯეთის ციხის აღება, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ერთიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე, გიორგი მარგველაშვილის ჩართულობას მიესალმება და “მსოფლიო საკონსტიტუციო პრაქტიკით ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია“.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა.
სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.